27 წლის ია უძილაური პირველი ქართველი ბოდიბილდერია, რომელიც ბოდიბილდინგის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ვარჯიში ორი წლის წინ დაიწყო. თავიდან, როგორც ჰობის, ისე უყურებდა, მაგრამ როდესაც ხედავდა, როგორ ეცვლებოდა სხეულის ფორმები, გადაწყვიტა, ამ საქმეს სერიოზულად მოჰკიდებოდა.
ია 5 წლის ნიკოლოზის დედა და რამდენიმე წლის განმავლობაში იუმორისტ ნიკა გრიგოლიას ცოლი გახლდათ, თუმცა წყვილი ერთმანეთს დაშორდა და დამოუკიდებლად აგრძელებენ ცხოვრებას.
სრულად იხილეთ: reitingi.ge