აქცია Ice Bucket Challenge-მა მთელი მსოფლიო მოიცვა.
ცნობილი ადამიანები, ბიზნესმენები, სპორტსმენები და უბრალო ადამიანები თავზე ყინულიან წყალს ისხამენ, პროცესს ვიდეოზე იღებენ და სხვებსაც იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდებენ.
ახლა აქციამ ელექტრონულ მოწყობილობებამდეც მიაღწია. Samsung-ის მარკეტოლოგებმა ხელიდან არ გაუშვეს შანსი, კიდევ ერთხელ დაემცირებინათ კონკურენტები და Galaxy S5-ს ყინულიანი წყალი გადაასხეს. საქმე ის არის, რომ სმარტფონს IP67 სტანდარტის წყლისგან დამცავი აქვს. შესაბამისად, იგი ყინულიანი წყლის გადასხმას არ დაუზიანებია.
Galaxy S5 ტრადიციას მიჰყვა და iPhone 5S, HTC One M8 и Nokia Lumia 930 გამოიწვია. ეს გამოწვევა დამცინავია, რადგან მხოლოდ HTC და Nokia-ს აქვთ შხეფებისგან დაცვა, მაგრამ არა სრული წყალგაუმტარობა.
იხილეთ ვიდეო