გუშინ ღამე აბაშიძის ქუჩაზე 25 წლის ლაშა მახარაძე, მეტსახელად კოშკა მოკლეს. ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ მოხდა გასროლა, რის შედეგადაც, გარდაცვლილის გარდა, კიდევ ერთი პირი დაიჭრა.
მახარაძე შემთხვევის ადგილიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების ინფორმაციით, საავადმყოფოში მიყვანისას მას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა.
გუშინ კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა ლილოში, სადაც ასევე ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს. სოციალურ ქსელში უკვე აქტიურად ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის გადაყენებას.
მომხდარს მომღერალი ნინი ბადურაშვილი "ფეისბუქზე" გამოეხმაურა.
იხილეთ სრულად: reitingi.ge