უკვე რამდენიმე დღეა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად ამერიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ირაკლი ღარიბაშვილის პირადი გვერდის საშუალებით სოციალურ ქსელში პერიოდულად სხვადასხვა ღონისძიებაზე გადაღებული ფოტოები ვრცელდება.
მათ შორის გახლდათ პრემიერის და მისი მეუღლის ერთობლივი ფოტო ბარაკ და მიშელ ობამებთან, რასაც ძალიან დიდი კრიტიკა მოჰყვა. თუმცა პრემიერის გულშემატკივრები ფოტოს ქვევით კომენტარებში წერდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილსა და სანდრა რულოვსს მსგავსი ფოტო არ ღირსებიათ, რა საყვარლად აქვთ ერთმანეთზე ხელი ჩაჭიდებული წყვილს...
სურათი რამდენიმე წუთში უამრავმა ადამიანმა გააზიარა და პრემიერსა და მის მეუღლეს ჩაცმულობა დაუწუნეს. სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ პრემიერის ფეხსაცმელსაც. გთავაზობთ ზოგიერთ კომენტარს, სადაც ნუნუკა თამაზაშვილის კაბა და ზოგადად, ჩაცმულობაა გაკრიტიკებული.
ამ თემაზე ერთ-ერთი დიდი პოლემიკა ჟურნალისტ ნათია კობერიძის ''ფეისბუქის" გვერდზე გაიმართა. ჟურნალისტმა ნათია კობერიძემ სანდრა რულოვსის და მიშა სააკაშვილის ამერიკის პრეზიდენტსა და პირველ ლედისთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:
''ძალიან დიდი სხვაობაა, უმნიშვნელო დეტალებშიც კი. თუ მიკერძოებული ვარ?''
იხილეთ სრულად: reitingi.ge