უკვე რამდენიმე დღეა, რაც ჭიდაობის ფედერაციაში დაპირისპირება გრძელდება. ფედერაციის პრეზიდენტს, ლუკა კურტანიძეს, ორი დღის წინ სპორტსმენებმა კარი აუჭედეს.
პროტესტი კურტანიძის იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, სამწვრთნელო შტაბში საკადრო ცვლილებები უნდა განხორციელდეს.
სპორტსმენების დიდი ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს. მათ შორის არის რამაზ ნოზაძეც. მართალია, ნოზაძე აქტიურ სპორტში აღარ არის და საკუთარი ბიზნესით არის დაკავებული, მაგრამ ხმაურიანი განცხადება მაინც გააკეთა.
"გაიტანეთ კურტანიძე, სანამ ფიზიკური დაპირისპირება და ვიღაცის მსხვერპლი არ მომხდარა" - განაცხადა ნოზაძემ.
იხილეთ სრულად: reitingi.ge