რამდენიმე საათის წინ მსახიობი ლევან სუხიტაშვილი მეუღლეს, მაგდა ვასაძეს დაემშვიდობა და მორიგი ცოლი მოიყვანა.
''მაპატიე, საყვარელო. მე წავედი...'' - წერს ლევანი სოციალურ ქსელში. მაკა და ლევანი კიდევ ერთ ბავშვს ელოდებიან და ლევანის მეგობრებს გაუკვირდათ მისი სტატუსი.
ლევანის მორიგი სტატუსი არანაკლებ დამაინტრიგებელია. ''მომილოცეთ, ცოლებო, ჩემი ახალი ცოლი. კარგად ვართ და ძალიან შევეწყვეთ... სტატუსს ფოტოც ახლავს, სადაც ლევანი, არც მეტი, არც ნაკლები, შორენა ბეგაშვილთან ერთადაა.
მალე ლევანმა შორენას საწოლში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მის მშობლიურ სოფელ კარალეთშია გადაღებული. ''მოხდა, დარჩა, მშვიდობაა. ვისაც გინდათ, ჩამოდით და მოგვინახულეთ. კარალეთში ვართ... დაბოღმილი ცოლები ''ინ ექშენ'' - წერს მსახიობი.
სრულად იხილეთ: reitingi.ge