წყალბურთელ ირაკლი კუტალაძის მოსკოვში მოღვაწეობა რამდენიმე წლის წინ საქართველოში ყველასთვის ცნობილი გახდა.
ნინი ბადურაშვილთან დაშორების შემდეგ ირაკლიმ აქტიურად გააგრძელა მუშაობა საკუთარ ბარში, რომელსაც რატომღაც ''სექტემბერი'' ჰქვია. ირაკლი ქართველ ჟურნალისტებთან არ ურთიერთობს.
ირაკლის კაფეში ხშირად მართავენ კონცერტებს ქართველი მომღერლები. მათ შორის ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოდან წასული თაკო გაჩეჩილაძე, რომელმაც ირაკლის კაფეში კონცერტი გამართა.
თაკო აფიშის ფოტოზე საცურაო კოსტიუმით იყო და მაყურებლის კრიტიკა დაიმსახურა. კრიტიკა მხოლოდ მის ჩაცმულობას არ ეხებოდა. ქართველი მსმენელის ნაწილს არ მოეწონა, რომ როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს ოკუპირებული აქვს, ქართველები მოსკოვში კონცერტებს მართავენ.
იხილეთ სრულად: reitingi.ge