კახი მამულაშვილს (მამულიჩა) ჯერ კიდევ მოსკოვში "თბილისობის" ჩატარებამდე ვთხოვეთ კომენტარი.
გვაინტერესებდა, რატომ გადაწყვიტა მისმა მეუღლემ, ლელა წურწუმიამ მოსკოვში გამგზავრება და ხომ არ ფიქრობდა, რომ ქართველი მომღერლების რუსეთში გამოსვლას საქართველოში არაერთგვაროვნად შეხვდებოდნენ.
თუმცა მაშინ მამულიჩამ პასუხისგან თავი შეიკავა. დღეს კი, როდესაც თითქმის ყველა ამ თემაზე თავის აზრს გამოთქვამს, კახამ გადაწყვიტა, დუმილი დაერღვია და სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:
"საერთოდ არ მინდოდა ამაზე კომენტარის გაკეთება, არც ტელევიზიაში და არც ჟურნალისტებთან. ლელამაც ძალიან მთხოვა, მაგრამ იძულებული გამხადეთ, უბრალოდ გითხრათ.
მიზეზები ბევრია. მთავარი ის არის, რომ საერთოდ არ ვიცნობ გაბედავას, ლელამ ათას კაცთან გადაიღო სურათი, მაგრამ თქვენ ეს სურათი გაინტერესებთ მარტო.
ლელამ უმღერა ამდენ ქართველს, რომლებიც ქართული დროშებით იყვნენ მოსულები იქ, მაგრამ თქვენ ეს ხალხი მოღალატეები გგონიათ, რადგან იქ არიან და ცხოვრობენ.
რა ჰონორარი? საერთოდ არ აგვიღია ჰონორარი. რომც აგვეღო, არც ეგ არის პრობლემა.
საერთოდ შორს ვარ იმისგან, რომ ''ფეისბუქიდან'' ვიღაცები ვლანძღო. ეს საერთოდ მგონია, რომ არასწორია. არასოდეს მაინტერესებდა და არ მიკითხავს, რატომ წავიდა ''ერისიონი'' მოსკოვში, რატომ იმღერა პაატა ბურჭულაძემ, რომელიც ჯერ ლანძღეთ და რომ ჩამოვიდა, შემდეგ ბრწყინვალების ორდენი დაჰკიდეთ. არასოდეს ჩავთვლი, რომ ისინი მოღალატეები არიან.
იხილეთ სრულად: reitingi.ge