Ambebi.ge იმ ცნობილების შესახებ გიამბობთ, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, განსაკუთრებული სირთულეების დროს თავს ეკლესია-მონასტრებს აფარებენ და ამის შესახებ ხმამაღლა საუბრობენ.
მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე თითქმის ყველა ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ძალიან მორწმუნეა. ბავშვობიდან ლოცულობს, დადის ტაძარში, ესწრება წირვა-ლოცვებს. თუმცა ეკლესიას განსაკუთრებით მაშინ დაუახლოვდა, როცა ქმარს დაშორდა. თაკო დასთან, ნინო გაჩეჩილაძესთან ერთად ხშირად დადის მონასტერში და ბოდბის დედათა მონასტრის დედები: დედა თამარი, დედა თეოდორა განსაკუთრებით უყვარს.
ამბობს, რომ თავდაპირველად მონასტერში ცხოვრება გაუჭირდა, რადგან ბოროტი ძალები ებრძოდნენ. თუმცა ბოლოს ისე შეეჩვია, ტაძარში დარჩენაზეც კი ფიქრობდა. ბოდბის მონასტერში პოულობს შვებას მძიმე განსაცდელის დროს მომღერალი ნინი ქარსელაძეც.
ნინის ყოველი განსაცდელის დროს ახსენდება ბოდბის მონასტერში მცხოვრები ერთ-ერთი დედის სიტყვები: როცა ადამიანი იტყვის - აღარ შემიძლია, მაშინ თავისი შესაძლებლობების მხოლოდ და მხოლოდ სამი პროცენტი აქვს გამოყენებულიო. დღემდე ამ შემართებით ცხოვრობს. "ეს რომ მითხრა მონაზონმა, დავფიქრდი.
თან, ამას თუ ამბობ, ღმერთი ხედავს, რომ ცუდად ხარ და ზუსტად მაშინ გეხმარებაო. მართლაც, ერთ თვეში მოხდა კარგი ამბავი. ამიტომ დღეს უკვე ყველას ვუმეორებ, რომ უფრო მეტად უნდა იყოს საკუთარ თავში დარწმუნებული, მეტი აკეთოს და ყველაფერი გამოვა". მომღერალი ბოდბის მონასტერში ხშირად ჩადის და ხანდახან რამდენიმე კვირითაც რჩება იქ.
წყარო: ambebi.ge