Youtube-ზე ნიკოლოზ ლუტიძის მიერ განთავსებულ ვიდეოს, რომელზეც ასახულია დიალოგი მასსა და მძღოლ გოგონას შორის, რომელმაც მანქანა ტროტუარზე გააჩერა და ქვეითებისთვის გასავლელი ადგილი არ დატოვა, ქსელში ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა.
ვიდეოს, გამოქვეყნებიდან სულ მცირე დროში, Youtube-ზე 50 000-მდე ნახვა აქვს. კიდევ უფრო მაღალია ნახვების რაოდენობა ქართულ ვიდეოპორტალ PalitraTV.ge-ზე, სადაც ასობით კომენტარი დაიწერა. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტმომხმარებლების წყრომა გოგონას უხამსმა ჟესტმა გამოიწვია.
გოგონა, რომელიც პარკინგის წყალობით სულ მცირე დროში ნამდვილი ვარსკვლავი გახდა, თათა ვაჩნაძეა, რომელმაც ხალხის რეაქციის საპასუხო წერილი Facebook-ზე გამოაქვეყნა, სადაც წერს:
Facebook/თათა ვაჩნაძე:
იხილეთ სრულად: ambebi.ge