"მამიკოს ბედნიერება" ამ სათაურით გამოაქვეყნა ირაკლი კუტალაძემ ფოტო, რომელიც შვილთან- ელენე კუტალაძესთან ერთად აქვს გადაღებული.
"ფეისბუქზე" გამოქვეყნებული ფოტოებიდან ცნობილი ხდება, რომ ირაკლი შვილთან ერთად დუბაიში ისვენებს. ირაკლი ყოფილი წყალბურთელია და ცდილობს პატარა ელენეს ცურვა უკვე შეაყვაროს.
ერთ- ერთ ფოტოზე ირაკლი და ელენე აუზში არიან. როგორც ჩანს, ეს ელენეს პირველი ცურვის გაკვეთილები ძალიან მოსწონს.
ირაკლის მეგობრები მამა-შვილის ერთად ყოფნით გახარებულები არიან. რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნებულ ფოტოებს უკვე უამრავი მოწონება ხვდა წილად.
იხილეთ ფოტოგალერეა