39 წლის რუსთაველი ამალია ჯიბლაძე ლამის მთელმა საქართველომ ერთხმად აღიარა მეგაშოუ "ნიჭიერის" აღმოჩენად. თუმცა თვითნასწავლ მომღერალს პლუს-ფონოგრამაზე სიმღერაში სდებენ ბრალს.
"ფეისბუქზე" მომხმარებელმა ბესო მახარაშვილმა ვიდეო გამოაქვეყნა და თან ტექსტი დაურთო: "ამალია ფონოგრამაზე მღერის თუ მეჩვენება? ბევრჯერ გადავახვიე, კადრი და ხმაც შევანელე, მაგრამ მგონი, არ მეჩვენება.
პრინციპში, ბევრი მომღერალი მყავს მეგობრებში და ისინი უფრო მიხვდებიან". ბესოს პოსტს მომღერალი ანრი ჯოხაძეც გამოეხმაურა და მისი "აღმოჩენა" შეაფასა სიტყვით "ბრავო".
აღსანიშნავია, რომ ამალიას გამოსვლის შემდეგ მსგავსი აზრი ფორუმის მომხმარებლებსაც გაუჩნდათ.
"ეგ ნამღერი ფონოგრამა იყო და თანაც სხვისი სიმღერის. ბოლო აკორდი ნახეთ, ეს მოთქვამს რაღაცას, სიმღერას ხმა კიდევ მშვიდი ტურურათი ამთავრებს. თავისი ნამღერი ფონოგრამა რომ ყოფილიყო, მაგ შეცდომას არ დაუშვებდა და თან ორი ხმა ერთად ისმის, ეტყობა მიკროფონი ჩაურთეს ბოლოს კომენტარებისთვის და მაგიტომ".
ეს მოსაზრება სხვა ფორუმელმაც დაადასტურა: "არა, მართლა ფონოგრამა იყო... მეც გადავახვიე და ბოლოს მგონი მართლა 2 ხმა იყო, ნაუშნიკებით ვუსმენდი".
ზოგმა კიდევ ეს ხარვეზი მონტაჟს დააბრალა: "ბოლოსკენ ხმა გრძელდება, ეს მიკროფონს უშვებს და ტირილს იწყებს. შეიძლება მონტაჟის ბრალია".
იხილეთ ვიდეო