ამალიას "ბაზრობის" ჩანთა, "ლუი ვიტონის" აღმოჩნდა - Marao

ამალიას "ბაზრობის" ჩანთა, "ლუი ვიტონის" აღმოჩნდა

2014-11-02 17:32:26+04:00

მართალია, პროექტ "ნიჭიერში" მონაწილე ამალია ჯიბლაძე სრულიად საქართველომ ხან ფონოგრანმაზე სიმღერაში დაადანაშაულა, ხან მოკლე კაბა დაუწუნეს და ხანაც ოჯახურ ფოტოებზე ზედმეტი სითამამისთვის გაკიცხეს, მაგრამ მომღერალსაც გამოუჩნდნენ დამცველები.

ერთ-ერთი მოდური ბლოგი „ფეშენმაზერები“ ამალიას ფოტოს აქვეყნებს და შემდეგი სახის ტექსტს ურთავს:

"ამალიამ თვალში ნაცარი მთელს ქვეყანას შეაყარა, მაგრამ მოდის მოყვარულებს ვერ!

ე.წ. "ბაზრობის" ჩანთა სინამდვილეში Louis Vuitton -ის ძვირადღირებული ჩანთაა, რომელიც მან სტავროპოლის ერთ-ერთ ფეშენ ბუტიკში შეიძინა-რათ ქმა უნდა, ფესტივალში მიღებული ექვსციფრიანი ჰონორარით".

როგორც გვერდის ადმინიტრატორები ირწმუნებიან, ლაბადაზე, რომელიც ამალიას აცვია (და რომელზეც "ვერსაჩეს" ცნობილი ლოგოა დატანილი), მოგვიანებით დაწერენ.

ცხადია, ამ ხუმრობას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და უფრო მეტიც, ზოგმა დაიჯერა კიდეც :) ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მივა თუ არა შემდეგ ტურში ამალია საფირმო ჩანთით  ფილარმონიაში.