თინა მახარაძის სკანდალურმა განცხადებამ, რომელიც მან ტრანსგენდერი საბის სასტიკი მკვლელობის შემდეგ გაავრცელა, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
იხილეთ ვიდეო
მაშინ მსახიობმა საზოგადოების ერთი ნაწილის საპასუხოდ ვიდეოპოსტი ჩაწერა, რომელშიც აღნიშნა, რომ საჭირო იყო ბიბლიაში მეტი კონკრეტიკა ფრაზაში "არა კაც კლა", და რომ "ღმერთმა ბიბლია მიაფუჩეჩა".
თინა მახარაძის ამ ეპატაჟს ბევრი ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, რის საპასუხოდაც მსახიობი მორიგ ვიდეოპოსტს აქვეყნებს: "კიდევ ერთხელ მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ მე არავის შეურაცხყოფა, მით უმეტეს ღმერთის, მიზნად არ მქონია.
მე ამგვარი ხერხით მოვახდინე ერთგვარი პროექცია იმ დამოკიდებულებისა, რა დამოკიდებულებაც გვაქვს საქართველოში ძალადობის მიმართ. ძალიან გულწრფელად ვწუხვარ, რომ ასე შემოაბრუნეთ ჩემი ნათქვამი და არასწორად გაიგეთ და ახლა რაც მინდა, ზუსტად ისე გაიგოთ, როგორც გეტყვით: თქვენ ხართ ტვინმიფუჩეჩებული, წარმოუდგენელი, ტკივილამდე ყ..ები", - ამბობს მსახიობი.
იხილეთ ვიდეო