დღეს დილიდან, სხვადასხვა ინტერნეტსაიტი ნიკა არაბიძის გარდაცვალების ამბავს გვატყობინებს. ამ ამბის გადასამოწმებლად იუმორისტთან დაკავშირება ჩვენც ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ, ნიკასთან დარეკვა ვერ მოვახერხეთ.
პრეზიდენტის პაროდისტმა ქართლოს ნატროშვილმა გვითხრა, როგორც ვიცი, ნიკა ამჟამად თბილისში არ იმყოფება. ისე კი, პარასკევს ''კომედი შოუს'' ჩაწერაზე ვნახე და მშვენივრად გამოიყურებოდაო.
დღესვე ალეკო მალხაზიშვილმა ''ფეისბუქის'' თავის გვერდზე დადო ვიდეორგოლი წარწერით: ''მერამდენედ მომიკლეს ბიჭი''. იუმორისტები ამ ყველაფერს იუმორისტულად მიუდგნენ. ვიდეორგოლში ნიკა არაბიძე ვახო ბიჭიკაშვილთან ერთად ამტკიცებს, რომ ნიკა ცოცხალია და საღ-სალამათი.
ჩვენ ვახოს დავუკავშირდით და ამ ამბის გავრცელების მიზეზებზე ვკითხეთ.
იხილეთ სრულად