"ფეისბუქში" გამოხმაურება მოჰყვა ჩემი დღევანდელი გადაცემის იმ ნაწილს, სადაც სტუმრად იყო იეჰოვას მოწმე, ახლა უკვე მართლმადიდებელი ტაქსის მძღოლი (კარუზო).
მან მოჰყვა, რატომ შეიცვალა მრწამსი. მის მონაყოლს და ჩემს ერთ რეპლიკას სწორედ მის მონათხრობზე მოჰყვა საზოგადოების ერთი ნაწილის კრიტიკა.
ეს გადაცემა კეთდება ადამიანებზე, მათ ისტორიებზე და მესმის, რომ ხშირად სხვისი ცხოვრების ეპიზოდი ან ამ ეპიზოდის შეფასება შეიძლება არ მოგვწონდეს, მაგრამ ეს მათი ცხოვრებაა და ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, ის გახადოს საჯარო ან - არა.
ის ჰყვებოდა საკუთარ რელიგიურ ცხოვრებაზე, რისი უფლებაც მას ნამდვილად ჰქონდა. წავიკითხე მოსაზრება, რომ უნდა გამეჩერებინა ის და მიმეცა შენიშვნა!
იხილეთ სრულად