მესამე კვირაა ''შალვა რამიშვილის შოუში'' აღარ ჩანს მარგო ლუჩკო. მხიარული და პოზიტიური მარგო მაყურებლის თვალს მოაკლდა.
ჩვენ ტელეწამყვანის ბედით დავინტერესდით და გადაცემის წამყვანს, შალვა რამიშვილს დავურეკეთ.
- შალვა, ''რეიტინგიდან'' გაწუხებთ, რამდენიმე შეკითხვა მაქვს.
- გისმენთ.
- თქვენს გადაცემაში აღარ ჩანს მარგო ლუჩკო. ამის მიზეზი გვაინტერესებს.
- მარგო ლუჩკო და ''შალვა რამიშვილის შოუ'' ერთმანეთს დაშორდნენ.
- რა გახდა ამის მიზეზი?
- მიზეზი იყო გარკვეული შემოქმედებითი უთანხმოება.
- ზედმეტად ზოგადი განმარტებაა, იქნებ დააკონკრეტოთ?
- შემოქმედებითი უთანხმოება გვქონდა, ამის გარდა, ვერაფერს გეტყვით.
- ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ისეთი სიუჟეტის მომზადება სთხოვეთ, რომლის მომზადებაც მან არ ისურვა.
- ისეთი არაფერი შეგვითავაზებია, რაც საქართველოს კანონმდებლობას და სატელევიზიო ქცევის წესებს ავნებდა.
ჩვენ მარგოსაც დავუკავშირდით.
იხილეთ სტატია სრულად