გაჭირვება, ალბათ, უამრავ რამეს გაგაკეთებინებს ადამიანს, მაგრამ ჩვენი რესპონდენტი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მეძაობა მოუწევდა.
მართლაც მძიმე იყო 29 წლის ლიკას ინტერვიუ მოსასმენად და იმედია, ოდესმე მაინც დააღწევს თავს ჭაობს, საიდან ამოსვლასაც ცდილობს.
ლიკა:
- 20 წლის ასაკში გავთხოვდი, მე და ნუგზარს სიგიჟემდე გვიყვარდა ერთმანეთი. მალე ბავშვიც შეგვეძინა და მეორე შვილზე ვიყავი ფეხმძიმედ, რომ მეუღლე ავტოკატასტროფაში დამეღუპა. ვცდილობდი, არ მენერვიულა, რომ მუცელი არ მომშლოდა და საბედნიეროდ, პატარა თორნიკე ასე შევინარჩუნე.
24 წლის ასაკში დავქვრივდი და შვილებს წვალებით ვზრდიდი. ჩემს მშობლებს ძალიან უჭირთ და თვითონ იყვნენ დასახმარებელნი. მეუღლის მშობლები კი ძალიან ცუდად მომექცნენ, მითხრეს, ჩვენი შვილისთვის ცუდი ფეხი გქონია, საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას და აქ შენ გამო დარჩა; რომ წასულიყო, იქნებ ცოცხალი გადარჩენილიყოო.
- მანამდე როგორი ურთიერთობა გქონდათ?
- ჩვეულებრივი. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენი შეუღლება არ გახარებიათ, მაგრამ ცუდადაც არ მექცეოდნენ. ცალკე ვცხოვრობდით და არაფერს მიშლიდნენ. ერთადერთი, მული მემეგობრებოდა ძალიან. სულ ჩემთან იყო, მეუბნებოდა, აუტანელი მშობლები მყავს და იქ ცხოვრებას შენთან მირჩევნიაო.
ცხოვრება არეული ჰქონდა. ვიღაც ბიჭმა შეაცდინა, თვითონ ამბობს, რომ ძალა იხმარა და დაფეხმძიმდა. გაგიჟებულმა სამი თვის ბავშვი მოიცილა. ამის შემდეგ მშობლები უფრო გადაირივნენ და საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიდა.
- ამ დროს მეუღლე უკვე გარდაცვლილი გყავდა?
- კი, ნუგზარი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ამდენს ვერ გაბედავდა. არ მსიამოვნებდა მისი ცხოვრების წესი, მაგრამ ურთიერთობაში იმდენად თბილი და კომფორტული იყო, რომ დავთანხმდი. თან, მაშინ ვერ ვხვდებოდი, საიდან, მაგრამ საჭმლის ფული მას მოჰქონდა სახლში, რომ მე და ჩემი შვილები შიმშილით არ დავხოცილიყავით. ორი პატარა ბავშვით სამსახურში გასვლას ვერ ვახერხებდი და მთელ დღეებს სახლში ვატარებდი.
იხილეთ სრულად: reitingi.ge