ბოლო რამდენიმე დღეა, ინტერნეტი წალეკა კრიშტიანუ რონალდუსა და მისი ახალი მეგობარი ქალის ფოტოებმა. როგორც ცნობილი გახდა, ფეხბურთელისა და სუპერმოდელის, ირინა შეიკის 5-წლიანი ურთიერთობა დასრულდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
თუმცა, პორტუგალიელ ფეხბურთელს დიდხანს არ უგლოვია და, როგორც ჩანს, შეიკს შემცვლელი სწრაფადვე მოუნახა.
როგორც ბრიტანული გამოცემა Express-ი იუწყება, რონალდუმ "რეალის" საკლუბო არხის ტელეწამყვანთან, 26 წლის ესპანელ ლუსია ვილალონთან გააბა რომანი.
ლუსიამ "ინსტაგრამზე" უკვე გამოაქვეყნა კრიშტიანუსთან "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალზე გადაღებული სელფები, ხოლო ესპანურმა არხმა RTE-მ ლუსია სპორტსმენის ახალ შეყვარებულად გამოაცხადა. იმავე ინფორმაციას ბეჭდავენ თავიანთ ახალ ნომრებში ადგილობრივი გაზეთებიც.
ტელეარხ Real Madrid TV-ის წარმომადგენელმა, სადაც ჟურნალისტი მუშაობს, ამ სიახლეზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
იხილეთ ფოტოგალერეა
მასალის წყარო: Express