მოდის სამყაროში ტრენდები ხშირად იცვლება, 2015 წელს კი ახალი ტრენდი იძენს აქტუალობას და ის ლამბერსექსუალის სახელით მკვიდრდება.
იხილეთ ვიდეო
"ლამბერსექსუალი" ინგლისური სიტყვიდან - "ლამბერჯეკი" (lumberjack) წარმოიშვა, რაც ხის (ტყის) მჭრელს ნიშნავს. მამაკაცის მოდის ახალ სტილს საფუძვლად ჩრდილოამერიკელი ტყის მჭრელის - ბრგე, წვერიანი, დაუდევრად ჩაცმული, მაგრამ მაინც მოვლილი მამაკაცის გარეგნობა უდევს საფუძვლად.
მსოფლიოში ახალი ტრენდი უკვე საკმაოდ პოპულარულია. ლამბერსექსუალის სტილს ისეთი ვარსკვლავები მისდევენ, როგორებიცაა: მსახიობი რაიან ჰოსლინგი, ჯო მანგანელო, ფრანგი ყოფილი ფეხბურთელი ერიკ კანტონა, ავსტრალიელი ჰიუ ჯეკმანი, ბრიტანელი ჩარლი ჰანამი.
ახალი ტრენდი საქართველოშიც რომ უკვე იკიდებს ფეხს, ამას ანდერგრაუნდ ბარებში, სხვადასხვა ივენთსა თუ ქუჩაში შეხვედრილი მამაკაცების სიმრავლეც მოწმობს, რომლებიც გრძელ წვერს და უბრალო სამოსს ატარებენ. ისინი სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან: მწერლები, მუსიკოსები, პროგრამისტები...
მოსწონთ თუ არა ქართველ გოგონებს ახალი ტრენდი და ვის ასახელებენ ისინი ქართველ ლამბერსექსუალად, adami.ge-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვიდან შეიტყობთ.
იხილეთ ვიდეო