ინტერნეტში ბიონსეს 2013 წლის "ლორეალის" რეკლამის დაუმუშავებელი ფოტოები გავრცელდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
სურათებზე ასახული ბიონსეს კანი არც ისე უზადოდ გამოიყურება, როგორც რეკლამაში. ფოტოები მომღერლის ფანების ერთ-ერთმა გვერდმა, The Beyonce World-მა გამოაქვეყნა, რომლებიც, ინტერნეტგვერდის წარმომადგენელთა თქმით, იმიტომ გაავრცელეს, რომ ხაზი გაესვათ თავიანთი კუმირის სრულყოფილებისთვის - რომ ის ფოტოშოფის გარეშეც შეუდარებელია.
თუმცა, ამან ბიონსეს დანარჩენი ფანების უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი ამტკიცებენ, რომ სურათები არ არის ნამდვილი და მხოლოდ მომღერლის დისკრედიტაციას ემსახურება.
თაყვანისმცემელთა შორის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, The Beyonce World-მა სურათები წაშალა.
იხილეთ ფოტოგალერეა