"ოსკარების" დაჯილდოების ცერემონიალის ერთ-ერთი მთავარი საჭორაო თემა ეპატაჟური ლედი გაგა გახდა.
მისი ჩაცმულობა ამჯერადაც ექსტრავაგანტური გახლდათ - ამჯერად მისმა რეზინის ხელთათმანებმა მიიპყრო საზოგადოების ყურადღება.
მომღერალი წითელ ხალიჩაზე ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ეს-ესაა დაასრულა აბაზანის გახეხვა. შესაბამისად, დილიდან არ წყდება სოციალურ ქსელში სხვადასხვა კოლაჟისა და ფოტოების გამოქვეყნება, სადაც გაგა სხვადასხვა სახის სარეცხის საშუალებებთან ერთადაა დამონტაჟებული.