და მაინც, ეს პიარი იყო – დანანებით იუწყება ამერიკული პრესა, აქვეყნებს რა სიახლეს იმის შესახებ, რომ ჯორჯ ქლუნი და ამალ ალამუდინი 4-თვიანი ქორწინებისა და გრანდიოზული ქორწილის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ.
მიუხედავად იდეალური საზოგადოებრივი იმიჯისა, ჰოლივუდის მსახიობისა და იურისტი ქალის ოჯახი ინგრევა. არსებობს დაშორების რამდენიმე ვერსია.
მიუხედავად იმისა, რომ განქორწინებაზე ოფიციალური განცხადება არც მსახიობს და არც მის ცოლს არ გაუკეთებიათ, პრესაში სულ უფრო ხშირად ჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წყვილი უკვე ერთად აღარ არის, ხოლო ხმები იმის შესახებ, რომ ცოლ-ქმარი ბავშვის აყვანას აპირებდა და მომავალ იდილიურ ოჯახურ ცხოვრებას გეგმავდა – მხოლოდ და მხოლოდ ქლუნის კარიერის მიმართ ინტერესის გაღვივება იყო და მეტი არაფერი.
გადმოცემით, წყვილმა განქორწინების გადაწყვეტილება ორმხრივად მიიღო. მიზეზი, პირველ რიგში, ალამუდინის ეჭვიანობა იყო ქლუნის მეგობრების მიმართ. ბოლო წვეთად კი, რომელმაც ახალგაზრდა ცოლის მოთმინებას დაუდო საზღვარი, 3 თებერვალს, მის დაბადების დღეზე სინდი კროუფორდისა და მისი მეუღლის, რანდ გერბერის სტუმრობა გახდა.
გარდა იმისა, რომ ამალს დიდად არ უყვარს ეს ოჯახი, ქალი ასევე თვლის, რომ გერბერი ჯორჯზე ცუდად მოქმედებს, მას სმაში იყოლიებს.
ამალის ჯორჯის მეგობრებისადმი ანტიპათია ორმხრივი აღმოჩნდა – არც მსახიობის მეგობრებს უყვართ დიდად ალამუდინი და მას ეგოისტურ და დიქტატორ პიროვნებად მიიჩნევენ.
თავად მსახიობისთვის კი მეგობრები უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ამიტომაც, როცა ცოლმა ულტიმატუმი წაუყენა, "ან მე, ან კროუფორდ-გერბერის" ოჯახი, ჯორჯმა დაუფიქრებლად არჩია ძველი მეგობრობა.
ცოლ-ქმარს შორის გაუგებრობის კიდევ ერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ამალი შორსაა ჰოლივუდური ელიტური ცხოვრებისგან. როგორც აღმოჩნდა, წითელ ხალიჩებზე ქალი თავს საშინლად გრძნობს და მისი მთავარი ოცნება იყო, რომ კლუნი სამაგალითო მეოჯახედ ექცია და ჩამოეშორებინა ლოსანჯელესურ ვარსკვლავურ ცხოვრებას. ქლუნისთვის მოვლენების განვითარების ეს ვერსია მიუღებელი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ მსახიობისა და ლონდონელი იურისტის სიყვარულის ისტორია ზღაპრულად დაიწყო: ისინი 2013 წლის შემოდგომაზე შეხვდნენ ერთმანეთს, ნახევარ წელიწადში ქლუნიმ დაარღვია მარტოხელობის 25-წლიანი აღქმა და ალამუდინს ხელი და გული სთხოვა. წყვილის ქორწილი სექტემბრის ბოლოს ვენეციაში გაიმართა. ამ დღისთვის ვენეციის მთავრობამ ქალაქის ცენტრში რამდენიმე დღით მოძრაობა გადაკეტა.