34 წლის რეალითი-შოუს ვარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა გადაწყვიტა, კარდინალურად შეეცვალა იმიჯი და... გაქერავდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
ტელედივამ თმის ახალი ფერი და ბევრად მოკლე ვარცხნილობა პარიზის მოდის კვირეულზე, Balmain-ს ჩვენებაზე წარმოაჩინა.
კიმი ამაყად პოზირებდა ფოტოგრაფების წინ და კმაყოფილების ღიმილს ვერ ფარავდა სახეზე, რასაც ვერ ვიტყოდით მის მეუღლეზე, რეპერ კენიე უესტზე, რომელსაც საკმაოდ მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა. იმედია, ეს იერი ცოლის ახალი იმიჯით არ იყო გამოწვეული.
თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელი ფერი უფრო უხდება ტელევარსკვლავს: შავი თუ ქერა?
იხილეთ ფოტოგალერეა