"კარგი წყვილია და ნეტავ მეგობრები არიან თუ?.. "თუ" და კითხვის ნიშანი ნინი ბადურაშვილისა და ბახვა ბრეგვაძის იმ ფოტოს ერთვის, რომელიც მომღერალმა პირად გვერდზე ატვირთა და ბახვა გულის თანხლებით მონიშნა. იქვე ბახვა ბრეგვაძის საეჭვო "თუც" გაჩნდა კომენტარებში.
ჩახუტებული წყვილის ფოტოს სოციალურ ქსელში სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. ბახვა ერთ-ერთი კომპანიის პიარია, ბოლო დროს სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებშიც'' გამოჩნდა და მანამდეც ხშირად ჩანდა ბომონდურ წვეულებებზე.
ფოტოს კომენტარებში ქრისტინე იმედაძე, ნანკა კალატოზიშვილი და გოგოლა კალანდაძე წყვილს სიყვარულს უხსნიან. აქვთ თუ არა რომანი ნინი ბადურაშვილსა და "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობს? – ამ შინაარსით დაწერილი ამბავი, რომანტიკული ფოტოთი, უკვე სხვადასხვა საიტზე მოხვდა.
მომღერალთან შესაძლო რომანზე ბახვა ბრეგვაძეს რამდენიმე კითხვა დავუსვით.
იხილეთ სრულად: reitingi.ge