თითქოს ახლახან იყო ფილმ "ლამაზმანის" ეკრანებზე გამოსვლისგან გამოწვეული აჟიოტაჟი... ამერიკულმა ოცნებამ – მეძავი გოგონასა და მდიდარი, სიმპათიური ბიზნესმენის სიყვარულის ისტორიამ – მაშინვე დაატყვევა მაყურებელი.
ფილმი ლამის ლეგენდად იქცა და წლებსაც გაუძლო - მას დღესაც სიამოვნებით უყურებს დიდი თუ პატარა.
ფილმის გაგრძელებად "გაქცეულ პატარძალს" მიიჩნევენ, თუმცა, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, რიმეიკი ისეთი შთამბეჭდავი არ აღმოჩნდა, როგორც თავდაპირველი ვერსია და "ლამაზმანი" შეუცვლელი დარჩა. შეუცვლელები არ დარჩნენ ფილმში მთავარი როლის შემსრულებლები – ჯულია რობერტსი და რიჩარდ გირი.
ბოლო დროს ინტერნეტში ფოტოკოლაჟი გავრცელდა – "ლამაზმანის" გმირები ფილმის გადაღების დროს და 25 წლის შემდეგ...
ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ჯულია რობერტსი დღესაც შესანიშნავად გამოიყურება, რასაც არ ამბობენ რიჩარდ გირზე.
თქვენ რა აზრის ხართ? რამდენად ეტყობათ მსახიობებს 25 წელი?