სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' დაწყებულ სიყვარულის ისტორიას ბევრი გულშემატკივრობდა, მიუხედავად იმისა, რომ სალომეს თაყვანისმცემლებმა გიგი გაჩეჩილაძესთან მოცეკვავის დაშორება საკმაოდ მძიმედ გადაიტანეს.
გიორგისა და სალომეს გრანდიოზული ქორწილიდან დაახლოებით ერთ წელიწადში მათი თანაცხოვრება დაშორებით დამთავრდა.
ამ თემაზე ღიად არცერთი საუბრობდა. სალომე პრესასთან ურთიერთობას ბოლო დროს თავს არიდებს, გიორგი კი ამბობდა, რომ შესაძლოა, ისევ შერიგებულიყვნენ, თუმცა იმასაც აღიარებდა, რომ საერთო ბინას ყიდიდა.
სალომეს ცეკვებში ახალი მეწყვილე ჰყავს, მაქს რიჟიკოვი და როგორც ამბობენ, ახალ მოცეკვავე წყვილს, ცეკვების გარდა, სიყვარულიც აკავშირებს.
ამ ამბავს ჭორების მოყვარულები მხოლოდ იმით ამტკიცებენ, რომ სალომემ მაქსს ძაღლი აჩუქა, ისევე, როგორც გიორგი ვარდოსანიძეს.
დაშორების შემდეგ სალომეს ნაჩუქარ ძაღლის მიმართ გიორგი დიდ ყურადღებას იჩენს. ძაღლთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სულ უფრო ხშირად ტვირთავს ''ფეისბუქზე''.
იხილეთ სრულად: reitingi.ge