თამუნა ვაშალომიძე ჟურნალისტებისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ამჯერად მოდელმა Fashion week-ზე ეპატაჟური და ექსტრავაგანტური კაბით გაგვაოცა.
მისმა სამოსმა ელვისებური სისწრაფით მიიქცია ყურადღება. გულახდილი კაბა ხაზს უსვამდა თამუნას ქალურ ფორმებს. ინტერნეტსაიტებსა და მოდის ჟურნალებს თვალს თუ გადაავლებთ, ამ კაბის ანალოგს "ვერსაჩეს" ერთ-ერთ კოლექციაში იხილავთ.
თამუნა: " როდესაც მოსასხამი გავიხადე, მივხვდი რომ დარბაზი გაჩერდა, გაირინდა, ყველა მე მიყურებდა. კომპლიმენტები არა მარტო მამაკაცებისგან, არამედ ქალებისგანაც მივიღე, ისინი აღნიშნავდნენ, რომ ორიგინალურად გამოვიყურებოდი. რა თქმა უნდა, ცოტა წაიჭორავეს კიდეც.
იხილეთ სრულად: reitingi.ge