გუშინ გამოცემა "პრაიმტაიმმა" მორაგბე დაჩი კოპაძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ინტერვიუში სპორტსმენმა ერთ-ერთ კითხვაზე უპასუხა: "ვფიქრობ, ჩემი მეორე ნახევარი არასდროს გამიბედავს მოკლე კაბის და დეკოლტეს ჩაცმას, როგორც არ უნდა უხდებოდეს".
იხილეთ: ჩემი მეორე ნახევარი არასდროს გამიბედავს მოკლე კაბის და დეკოლტეს ჩაცმას - დაჩი კოპაძე
დაჩის სწორედ ამ პასუხს მოჰყვა დიდი აჟიოტაჟი. ის გააკრიტიკეს, განსაკუთრებით, სუსტი სქესის წარმომადგენლები აღაშფოთა სპორტსმენის ამ სიტყვებმა.
"ორი ვარსკვლავის" ფინალში (მორაგბე შოუს ერთ-ერთი მონაწილე იყო) წამყვანმა დუტა სხირტლაძემაც გააკეთა ამ ინტერვიუზე კომენტარი და სცადა, გაემართლებინა სპორტსმენის თავისებური მოსაზრება ქალის კდემამოსილებაზე.
უპასუხოდ არ დატოვა ეს აჟიოტაჟი თავად დაჩი კოპაძემაც და სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: "რა აიტაცეთ ჩემი ინტერვიუ, მე ვიგულისხმე გამომწვევი მოკლე კაბა და არა ჩვეულებრივი მოკლე კაბა. არასწორად დაწერეს."