გია ჯაჯანიძემ შოუ ამჯერად 17 მაისს მიუძღვნა. ცხარე დებატების შემდეგ შოუ მსახიობმა ჯაბა კილაძემ დატოვა. მსახიობი ანრი ბიბილეიშვილი ბოლომდე ემოციურად გამოთქვამდა სათქმელს, თუმცა გაურკვეველი დარჩა, საბოლოოდ რისი თქმა უნდოდა.
ემოციურად საუბრობდა მულატკაც, რომელიც რატომღაც მორალის დამცველად მოგვევლინა და ამბობდა, რომ არატრადიციული ორიენტაციის ხალხი საერთოდაც უნდა დავწვათ. გადაცემას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ხატია სიჭინავა წერს: ''თითო გადაცემიდან თითო გაქცეული. რატომ გვიკეთებთ ამას? შეეშვით ამ საშინელ თემებს, ხალხო''.
კესარია აბამიძე: ''მულატკაზე იმხელა აგრესია წამოვიდა, მტკვარი ვერ ჩამორეცხავს. გაოცებული ვარ მისგან ასეთი დამოკიდებულებით, არ ველოდი''.
იხილეთ სრულად: reitingi.ge