მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა უკვე რამდენჯერმე მიმართა პრეზიდენტს, აღნიშნა, რომ მასთან შეხვედრა სურს. ეკა კვალიაშვილმა ჯერჯერობით ვერ მოახერხა ამ სურვილის შესრულება, თუმცა იმედს არ კარგავს და წერს, რომ პრეზიდენტისთვის საიდუმლოს გამხელა სურს.
პარაფსიქოლოგი ირაკლი ლომაია ერთ დროს მომღერალთან მეგობრობდა, თუმცა უკვე წლებია, ისინი დაპირისპირებულები არიან ერთმანეთთან და ლომაია ხშირად აკრიტიკებს სოციალური ქსელის საშუალებით. ამჯერად ეკა კვალიაშვილზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ მასალაზე ''ფეისბუქში'' შემდეგი სტატუსი გამოაქვეყნა.
''უფ, შეგხვდეს არა, სახლშიც მოგივა ახლა, ზალის კარები გააღე. ამასთან, ჯერ კიდევ როდიდან ვმეგობრობდი და მაშინაც კი გაიძახოდა, სააკაშვილს უნდა შევხვდეო. იქამდე ალბათ შევარდნაძესთანაც უნდოდა შეხვედრა და ასე რომ..
შენი მოსაწონი ხომ არაფერი არასოდეს კეთდება, ეკატერინე... შენ მუდამ გგონია, რომ გბლოკავენ. ადრე წურწუმია მბლოკავსო, ამბობდი, მერე მე მომახტი, ლომაია მბლოკავსო.
ახლა ეტყობა პრეზიდენტს ახალი ჭორები სურს მოუყვეს. ერთი ამ მასალის ავტორს მინდა ვკითხო - დიდი ხანია სთხოვს პრეზიდენტს შეხვედრასო, რომ წერთ, მაინც სად ითხოვა ეს შეხვედრა, თავის ''ფეისბუქ-გვერდზე" რომ დაჯღაბნის რაღაცას, ამას უძახის ოფიციალურ შეხვედრას? თუ რაშია საქმე, ეკატერინეს თავი ბრიტანეთის დედოფალი ხომ არ ჰგონია?
იხილეთ სრულად: reitingi.ge