ნარმანიას მეუღლის ჩაცმულობამ ინტერნეტსივრცე აალაპარაკა. რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. ცენტრალურ გამზირზე სახელმწიფო უწყებების პავილიონები მოეწყო, სადაც დამთვალიერებლებს პროექტების პრეზენტაცია წარუდგინეს.
იხილეთ ვიდეო
თავისუფლების მოედანზე განთავსდა მძიმე სამხედრო ტექნიკა, ადგილზე ხდება სამხედროების შეკრება. მოქალაქეებთან ერთად, ღონისძიებებზე დასასწრებად პოლიტიკოსები ოჯახებით იმყოფებოდნენ, მათ შორის, ქალაქის მერი დავით ნარმანია მეუღლესთან და შვილთან ერთად. მერის მეუღლის, თიკა თინიკაშვილის ჩაცმულობამ ინტერნეტსივრცეში მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
"შაბიამნის პარტია შემოიტანეს?", "ნარმანიას ცოლი "ემერჯენსის" ექთანია?" - ასეთი კომენტარებით შეაფასეს "ფეისბუქის" მომხმარებლებმა დედაქალაქის პირველი ლედის შაბიამნისფერი კოსტიუმი, რომელზეც ჩოხის ორნამენტები იყო გამოსახული.
იხილეთ ვიდეო