გუშინ რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობის წევრების დიდი ნაწილი ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. მათგან განსაკუთრებული ყურადღება თბილისის მერის, დავით ნარმანიას მეუღლემ - თიკა თინიკაშვილმა მიიპყრო, ამის მიზეზი კი მისი ჩაცმულობა გახდა.
თიკას ყოველთვის გამორჩეულად აცვია, როგორც ამბობენ, მხოლოდ ერთ დიზაინერს ენდობა და თავისი ესკიზებით სტუმრობს ხოლმე.
ამჯერად არჩევანი შაბიამნისფერზე გააკეთა, თუმცა მის ჩაცმულობას ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ლამის დამოუკიდებლობის დღე გადაფარა.
თუმცა მალევე გაირკვა, რომ ასევე შაბიამნისფერ სამოსში იყვნენ გამოწყობილები უმრავლესობის კიდევ ორი წევრი - ეკა ბესელია და მანანა კობახიძე. პოლიტიკოს ქალბატონებს ქვეყნის მთავარი მოსამართლე ნინო გვენეტაძეც შეუერთდა...
იხილეთ სტატია სრულად