ორი დღის წინ ინტერნეტსივრცეში ვიდეო გამოჩნდა, სადაც თბილისის ქუჩებში ახალგაზრდა გოგონა გამვლელებს პოზიტივის გამოხატვას კოცნით სთავაზობს.
ვიდეორგოლი ტელეკომპანია "ჯი დი ეს"-მა გადაიღო და ის "ბინა 18"-ის ეთერში გავიდა. Ambebi.ge სიუჟეტის მთავარი გმირით დაინტერესდა. თეკო მეზვრიშვილი 24 წლის არის და პროფესიით ფილოლოგია.
- ჯავახიშვილის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, ქართული ენის ფილოლოგი ვარ. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ რომში გავემგზავრე, დანტე ალიგიერის უნივერსიტეტში ჩავაბარე ფილოსოფიის განხრით. დავამთავრე მაგისტრატურა. საქართველოში რამდენიმე თვის წინ დავბრუნდი.
- რატომ დაბრუნდი?
- თბილისის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. იტალიაში ჩემს მეუღლესთან ერთად ვცხოვრობდი. სწავლის პარალელურად, ერთ-ერთ თეატრში ვთამაშობდი.
- როგორ მოხვდი "ჯი დი ეს"-ის ექსპერიმენტში და მეუღლეს რა რეაქცია ჰქონდა?
- ყველაფერი დაიწყო ჩემთვის ყველაზე დიდი ოჯახის, ტურინის "იუვენტუსის" ქართული ფანკლუბიდან. ფეხბურთით ვსუნთქავ. მე და ლაშა ბასლანძე ვართ მეგობრები და ბიჭებიც მისგან გავიცანი. "ბინა 18"-ის ბიჭებისგან მივიღე ეს შემოთავაზება. პროდიუსერი ლაშა ბასლანძე ჩემი მეგობარია. შემდეგ მეუღლესთან ერთად განვიხილე ეს შემოთავაზება და დავთანხმდი. ჩემს მეუღლეს პოზიტიური რეაქცია ჰქონდა.
- ალბათ, ქართველი კაცების აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია მისი ცოლის მსგავს ექსპერიმენტებში მონაწილეობა...
- მე ვფიქრობ, რომ ადამიანი უნდა ქმნიდეს მენტალიტეტს და არა მენტალიტეტი ადამიანს.
- ვინ არის თქვენი ქმარი?
- ჩემი ქმარი პროფესიით ფილოსოფოსია, გატაცებულია კიბერტექნიკით და ჩემით. საფეხბურთო სკაუტია და მოღვაწეობს იტალიაში. ხან რომში ვცხოვრობთ, ხან თბილისში.
იხილეთ სტატია სრულად