ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი , რომ ნებისმიერი უსიამოვნებისას ე.წ. თავდაცვითი სისტემა ერთვება და ცდილობს, როგორმე დაიცვას თავი.
ხშირ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ჩვენი ქვეცნობიერის დონეზე ხდება ხოლმე და ბევრი ვერც კი აცნობიერებს, თუ რატომ იქცევა ასე თუ ისე დიდი სტრესის ან ნერვიულობის დროს. ასტროლოგებმა კი ამ მხრივ საინტერესო კლასიფიკაციას მიაკვლიეს, რომელსაც თქვენც გაგიზიარებთ...
ვერძი სტრესის დროს გაცილებით უფრო მოუსვენარი და აგრესიული ხდება.
კურო სტრესს ჭამით ებრძვის, რაც საბოლოოდ მომატებულ კილოგრამებზე აისახება.
ტყუპი სტრესის დროს გაცილებით უფრო მეტს ლაყბობს ან ყველა ტიპის პოლემიკაში ებმება.
კირჩხიბი სტრესის დროს, ფაქტობრივად, „აღარ არის ამ ქვეყანაზე“, შესაძლოა, სულაც ლოგინად ჩავარდეს რამდენიმე დღით.
ლომი სტრესის დროს განსაკუთრებულად ცდილობს საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას და უმიზეზოდ ეუხეშება გარშემომყოფებს.
ქალწული სტრესის დროს უჩვეულოდ ფეთხუმი და მოუწესრიგებელი ხდება.
სასწორი სტრესის დროს ბევრ ტკბილეულს მიირთმევს. გაგრძელება