ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშანს საკუთარი ცხოვრებისეული ფილოსოფია და პრინციპები აქვს.
ამიტომ კარგად უნდა იცოდეთ, რა სახის კომპრომისებზეა წამსვლელი ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ადამიანი, როცა მასთან საქმიანი ან სხვა სახის მოლაპარაკებას აწარმოებთ. ამაში კი ჩვენი ეს სტატია დაგეხმარებათ...
ვერძი არასოდეს დათმობს ღირსებას. ნუ აიძულებთ მას, რამე გთხოვოთ.
კურო არასოდეს დათმობს მატერიალურ კეთილდღეობას. არ მოსთხოვოთ, იმუშაოს ენთუზიამზე.
ტყუპი არასოდეს დათმობს უფლებას, გამოთქვას აზრი. ნუ აიძულებთ, გაჩუმდეს და მოგისმინოთ.
კირჩხიბი არასოდეს დათმობს ოჯახისა და ტრადიციების პატივისცემას. არასოდეს აიგდოთ აბუჩად მისი წარმომავლობა.
ლომი არასოდეს დათმობს ამბიციებს. ნუ აიძულებთ მას, ხელქვეითის როლში დარჩეს.
ქალწული არასოდეს დათმობს წესრიგს და პასუხისმგებლობას. ნუ აიძულებთ მას, იცრუოს.
სასწორი არასოდეს დათმობს დიპლომატიასა და ზრდილობას. ნურასოდეს ეუხეშებით. გაგრძელება