ვინ არ ოცნებობს, გაიგოს თავისი ბედნიერი თუ ნავსიანი რიცხვი და ყოველთვის მოიგოს ლატარიაში? ხდება ისეც, რომ ხალხი წლების განმავლობაში ეძებს მათ და მაინც ვერ პოულობს.
მაშ, როგორ უნდა გაიგოთ, რომელია ყველაზე ბედნიერი რიცხვი თქვენს ცხოვრებაში? საკმარისია, მიმართოთ ვარსკვლავებს - ე. ი. ზოდიაქოს ნიშნებს. ცნობილია, რომ ერთსა და იმავე ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები მსგავსნი არიან.
კურო ცნობილია თავისი ნებისყოფით, თევზები - რომანტიზმისაკენ მიდრეკილებით, სასწორი - არასასიამოვნო სიტუაციის
დიპლომატიურად განმუხტვის ნიჭით.
თუ ვარსკვლავებს ასე ძლიერი გავლენა აქვთ ადამიანის ხასიათსა და ბედზე, ისინი უბრალოდ ვალდებულნი არიან, გავლენა იქონიონ მათ წარმატებებზეც!
ვერძის ბედნიერი რიცხვები - 9, 10, 19, 28. ამ ნიშნის მქონეებს დიდ წარმატებებს მოუტანს. არანაკლებ წარმატებული რიცხვებია 7 და 47, ასევე, რიცხვები ცხრიანებით.
კუროსთვის წარმატებული რიცხვებია - 6, 15, 24, 25. ყველა ეს რიცხვი ფიგურირებს ლატარიის სუპერპრიზების მომგებიან ვარიანტებში. საკმაოდ წარმატებული რიცხვია 75.
ტყუპის ბედნიერი რიცხვებია: 3, 7, 16, 25 და 13-ც კი. ზოგადად, ტყუპს უმართლებს ყველა იმ რიცხვით, რომელიც სამიანით მთავრდება.
კირჩხიბის ყველა წარმატებული რიცხვი ლუწია: 2, 8, 12, 26 და 72.
ლომებს პირიქით, უმართლებთ კენტ რიცხვებში - 1, 9, 27, 81, 91. თუმცა არსებობს გამონაკლისი -18, რიცხვი, რომელიც ციფრთა ჯამში 9-ს იძლევა.
ქალწულის რიცხვები ემთხვევა ტყუპისას: 3, 7, 16, 23, 25 და 35.
სასწორებს ასტროლოგები ხუთიანებთან სრულ იდილიას უწინასწარმეტყველებენ, 5, 15, 25, 35 მათ წარმატებას მოუტანს. აგრეთვე, წარმატებული რიცხვებია 6 და 24. გაგრძელება