ალბათ, ნებისმიერი პოტენციური დამქირავებლისთვის მნიშვნელოვანია, პირველივე გასაუბრებაზე მარტივად შეარჩიოს კარგი კადრი და გაიგოს მომავალი ხელქვეითის დადებითი ან უარყოფითი მხარეები.
დღეს ზუსტად იმაზე ვისაუბრებთ, კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშანი რა ტიპის საქციელით გამოირჩევა საქმიან გასაუბრებაზე.
ვერძი - აქტიურად მოგიყვებათ საკუთარი გამოცდილების შესახებ. მარტივად თანხმდება ნებისმიერ საინტერესო სამსახურს. კურო - პირველ რიგში, სახელფასო განაკვეთს არკვევს, შემდეგ - მომავალი სამუშაო ადგილის კომფორტულობას. ტყუპი - კრეატიულობით აოცებს დამქირავებელს. მისთვის მთავარია, სამუშაო სახალისო და საინტერესო იყოს. კირჩხიბი - არკვევს, რამდენად ხანგრძლივი იქნება კონტრაქტი. ითვისებს ჩაის და ყავის სმის გრაფიკს ახალ სამსახურში. ლომი - ცდილობს, მთელი თავისი ღირსებები გადმოულაგოს დამქირავებელს. თან აქვს სიგელები და სერტიფიკატები. ქალწული - არკვევს, სამუშაო გრაფიკი რამდენად მოქნილი იქნება. მზადაა დამატებით სამსახურზეც. სასწორი - დიპლომატიურად ცდილობს, მოიპოვოს მომავალი ბოსის კეთილგანწყობა. თუმცა, ორ შემოთავაზებას შორის უჭირს არჩევანის გაკეთება. გაგრძელება