ალბათ, ნებისმიერ ქალს აინტერესებს, მაინც რომელი ზოდიაქოს ნიშანი წარმოშობს ისეთ კაცებს, ვისთან სექსიც ქალს ცხოვრებაში არასოდეს დაავიწყდება.
აქვე იმასაც გეტყვით, სტატიის წაკითხვის შემდგომ თქვენი ვარაუდი იმის შესახებ, რომ როგორც ყოველთვის, ამჯერადაც საუბარი მორიელების სუპერსექსუალურობაზე ან კირჩხიბების ფრიგიდულობაზე გვექნება, საპნის ბუშტივით შეიძლება გასკდეს.
ამერიკულმა ონლაინგამოცემამ - ladys.com ჩაატარა მანდილოსნებს შორის ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი გამოკითხვა, რომლის შედეგებითაც გაირკვა საინტერესო ვარაუდები იმის შესახებ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამაკაცს მიიჩნევენ ქალები საწოლში მოსაწყენად, არასტაბილურად, კრეატიულად და ღვთაებრივად:
გაუკუღმართებული სექსუალური კავშირის მოყვარულად ქალებმა ქალწულები, მშვილდოსნები, მერწყულები, ვერძები და თევზები დაასახელეს. ამასთან ერთად, ყველაზე "კრეატიულად" ამ მხრივ ვერძი იქნა მიჩნეული.
ყველაზე ნაზი და ქალისთვის მაქსიმალური სიამოვნების მინიჭებაზე ორიენტირებული პარტნიორების სიაში მოხვდნენ - კირჩხიბები და ტყუპი. ამასთან, კირჩხიბებს ბრალი გადამეტებულ რომანტიზმშიც დასდეს.
ყველაზე დიდი ეგოისტის ტიტული სექსში - ლომისა და თხის რქის ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს ერგოთ. როგორც გამოკითხული ქალების უმეტესობა ამტკიცებს, ამგვარი მამაკაცები, პირველ რიგში, საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობენ და ნაკლებად არიან ორიენტირებულნი იმაზე, რომ პარტნიორსაც მიანიჭონ ანალოგიური სიამოვნება.
ყველაზე მოსაწყენ პარტნიორად ქალების დიდმა ნაწილმა ქალწულისა და სასწორის ნიშნით დაბადებული მამაკაცი დაასახელა პირადი პრაქტიკიდან. უფრო მეტიც, გამოკითხული რესპონდენტების ნაწილმა ისიც აღნიშნა, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცთან საწოლში აუცილებლად უნდა მოიმარაგოთ მოდური ჟურნალები წასაკითხად.
სტატია სრულად წაიკითხეთ astrologi.ambebi.ge