ასტროლოგები თვლიან, რომ დედობისკენ მიდრეკილება ქალებში მეტ-ნაკლები დოზითაა გამოვლენილი.
თუმცა არსებობს კონკრეტულად რამდენიმე ზოდიაქოს ნიშანი, რომელთა შორისაც ჭეშმარიტად გმირ დედებს და თავგადაკლულ მშობლებს შეხვდებით. მათ შორის კი კირჩხიბი - ჩემპიონია. დღეს მიგიყვებით იმაზე, თუ რატომ არის დედა კირჩხიბი მსოფლიოში საუკეთესო დედა.
1. ის თავგანწირულია - კირჩხიბი ქალი უზომო სიყვარულის უნარით გამოირჩევა, როცა საქმე მის ნაშიერს ეხება. ეს არის დედა, რომელიც ფაქტობრივად, კალთაზე გამობმულს ზრდის საკუთარ შვილებს. მისთვის შვილის გამო თავის გაწირვა ჩვეულებრივი ამბავია.
2. ის მოწოდებით დედაა - კირჩხიბში უზომოდ დიდი დოზითაა განვითარებული დედური ინსტინქტები, რაც ხშირად მეუღლესთან დამოკიდებულებაშიც კი ვლინდება. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ მოიქცევა იგი ბავშვთან? გაგრძელება