ნებისმიერი ქალისთვის, პირველ პაემანს დიდი მნიშვნელობა აქვს.
თუმცა, თუკი თქვენ წინასწარ გეცოდინებათ ინტერესის ობიექტის ზოდიაქოს ნიშანი, გაცილებით გაგიმარტივდებათ მოსალოდნელი სიტუაციის პროგნოზირება და პაემანზე წასასვლელადაც სათანადოდ მოემზადებით, რათა სასურველი მამაკაცის გული მარტივად მოიგოთ.
ვერძი
მამაკაცი ვერძი დიდი მოთმინების უნარით არ გამოირჩევა. ამიტომ იგი იშვიათად გეგმავს წინასწარ პაემანის ადგილს და დროს. ვერძთან ყველაფერი სპონტანურად ხდება. შესაბამისად, თუ თქვენ ვერძი მამაკაცი მოგწონთ მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ თქვენი რჩეული დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოისურვებს თქვენ ნახვას. რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის ფორმაში ყოფნა მოგეთხოვებათ და ოცნება იმაზე, რომ კაბასთან შესაფერისი ფეხსაცმელის და აქსესუარების შესარჩევად ვინმე მოგცემთ დროს ნამდვილად არ ღირს. ვერძი მამაკაცი მხიარული და კარგი მოსაუბრეა. ამიტომ მასთან ერთად თავს მოწყენილად არც ერთ სიტუაციაში არ იგრძნობთ, თუნდაც თქვენმა პაემანმა სულაც ქალაქის ერთ-ერთ სკვერში ჩაიაროს.{{ArticleSplitCont}}
კურო
მამაკაცი კურო ნებისმიერი სახის ურთიერთობას სერიოზულად უყურებს. ამიტომ, თუ მას თქვენდამი სიმპათია გააჩნია, დაგეგმილი პაემანის შესახებ სულ მცირე ერთი კვირით ადრე გაცნობებენ. იგი გულდასმით დააკვირდება თქვენს ქცევებს, თუმცა ემოციების ამოხეთქვას და კომპლიმენტების ზღვას მისგან ნუ ელით. იგი აუჩქარებლად გამოიტანს დასკვნას შეეფერებით თუ არა ერთმანეთს. თუმცა თუკი კურო მამაკაცი პაემანზე გპატიჟებთ, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ანგარიში თქვენ სასარგებლოდაა. ნუ დაგავიწყდებათ, კუროს გულისკენ მიმავალი გზა (როგორც მეტ-ნაკლებად ყველა მამაკაცის შემთხვევაში) კუჭზე გადის. ამიტომ იგი აუცილებლად დაგეგმავს პაემანს ისეთ ადგილას, სადაც გემრიელ კერძებს ამზადებენ. მაგრამ თქვენ იმ დღეს დიეტა და ზედმეტ კილოგრამებზე ფიქრი თავიდან უნდა ამოიგდოთ. კუროს ეს ნამდვილად არ მოეწონება.{{ArticleSplitCont}}
ტყუპი
როგორც წესი, ტიპური ტყუპი მამაკაცი პაემანს მის ადგილს, დროს და საათს არაერთგზის ცვლის. ეს იმიტომ, რომ თავად მას დღის მანძილზე ლამის ყოველ ნახევარ საათში ეცვლება განწყობა. შესაბამისად, დილით რომ თქვენთან ერთად საღამოს გატარებას ბარში გეგმავდა, შუადღისას აღმოაჩენს, რომ თავს კინოში უკეთ იგრძნობს. პაემანზე იგი აუცილებლად დააგვიანებს თუ რამდენიმე საათით არა, რამდენიმე წუთით მაინც. თუმცა, როცა საბოლოოდ მოაღწევს დანიშნულების ადგილამდე, ისეთ საინტერესო ისტორიებს მოგიყვებათ იმაზე თუ რა მიზეზით დააგვიანდა, ჩხუბს და, მით უმეტეს, მასთან ურთიერთობის გაწყვეტას ნამდვილად აღარ მოისურვებთ.{{ArticleSplitCont}}
კირჩხიბი
კირჩხიბი მამაკაცი კომფორტისა და სტაბილურობის მოყვარულია. ამიტომ პაემანს იგი, როგორც წესი, ისეთ ადგილას დანიშნავს, სადაც უკვე არაერთგზისაა ნამყოფი და იქაურობა ოჯახურად აქვს გათავისებული. ღმერთი არ გაგიწყრეთ და რაიმე სახის საყვედური არ წამოგცდეთ ამ დაწესებულების მისამართით, თორემ კირჩხიბი ამით ძალიან განაწყენდება. საერთოდაც, მამაკაცი კირჩხიბი გემოვნებაში მსგავსებას ძალიან აფასებს, მით უმეტეს, კვების საკითხში. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცს არ უყვარს ოფიციოზი და პომპეზურობა, ამიტომ მასთან ერთად მყუდრო ატმოსფეროში მოგიწევთ განმარტოება. ე.წ. "რესტორნების დახურვის" ჩვეულება ლომებისკენ მოიკითხეთ. კირჩხიბს სიმყუდროვე უყვარს. მისგან პირველივე პაემანზე სიყვარულში გამოტყდომას ნუ ელოდებით. კირჩხიბთან შეიძლება ამგვარი აღიარების ლოდინი წლებიც კი დაგჭირდეთ; ისიც საკითხავია, საბოლოოდ გაიმეტებს ამ ფრაზას თქვენთვის თუ არა. სიყვარული ხომ სიტყვებზე მეტად საქციელით მტკიცდება. ჰოდა, აცალეთ კირჩხიბს{{ArticleSplitCont}}
ლომი
მამაკაცი ლომი ნებისმიერ უმნიშვნელო პაემანსაც კი მეფური პომპეზურობით გეგმავს. შეხვედრის ადგილი რომელიმე სუპერმოდური და ფეშენებელური დაწესებულება იქნება აუცილებლად. თუმცა, თქვენ უპირობოდ მოგეთხოვებათ, ლომის მიერ შექმნილ ამ მეფურ ანტურაჟს შეეფერებოდეთ, როგორც ჩაცმა-დახურვით, ისე თავის დაჭერითა და ეტიკეტის ცოდნით. სხვამხრივ ლომი თქვენ მიმართ სამუდამოდ დაკარგავს ინტერესს. სამაგიეროდ, თუ შეძელით და ლომს ღირსეული კომპანიონობა გაუწიეთ პირველ პაემანზე (რასაც თან უნდა მოჰყვეს თქვენი მხრიდან უზომო მადლიერების გრძნობის არაერთგზის დაფიქსირება), იგი აუცილებლად დაფიქრდება იმაზე, რომ დედოფლის ვაკანტური პოზიციის დაკავება შემოგთავაზოთ მის ცხოვრებაში და რაც მთავარია – გულში.{{ArticleSplitCont}}
ქალწული
ქალწულ მამაკაცთან პირველი პაემანი, რენტგენის აპარატზე გაშუქებას ჰგავს. იგი უმცირეს დეტალსაც დააკვირდება გაცნობისას. პირველ რიგში კი იმას, რამდენად მოწესრიგებულად და სუფთად გაცვიათ. იგი შესანიშნავად ერკვევა მოდურ ტენდენციებში, ამიტომ ნუ შეეცდებით მისთვის თქვენი ბრენდული სამოსით ან სუნამოთი თავის მოწონებას, მაშინ როცა სინამდვილეში ასე არ არის. ქალწული არათუ მიგიხვდებათ ტყუილს, საკმაოდ ცინიკურადაც მიგანიშნებთ ამაზე. იგი კარგი მოსაუბრეა, მაგრამ პაემანზე ძირითადად იმ თემაზე საუბრით შემოიფარგლება, რაც მან იცის ან აინტერესებს. თუმცა, ამასაც აქვს თავისი პლუსი, თქვენ ერთიორად აიმაღლებთ ინტელექტის დონეს ამ პაემანის შედეგად. {{ArticleSplitCont}}
სასწორი
სასწორი მამაკაცი როგორც ჭეშმარიტი "ვენერას შვილი" (ვენერა სილამაზისა და ჰარმონიის პლანეტა) ყველაზე დიდ მნიშვნელობას ქალის ვიზუალურ მახასიათებლებს აქცევს. ამიტომ, როცა სასწორთან პაემანზე მიდიხართ, შეეცადეთ რაც შეიძლება ქალური და ნაზი იმიჯი მოირგოთ. ასე მას დანახვისთანავე შეუყვარდებით. სასწორი მამაკაცი ძალიან კარგი მოსაუბრეა, თუმცა არანაკლები ოსტატობით შეუძლია იყოს კარგი მსმენელიც. ამიტომ მასთან ჯანსაღი კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არასოდეს შეგექმნებათ. ამიტომ თუ მძაფრი სუნამოთი, მკვეთრი მაკიაჟითა და ზედმეტად ექსტრავაგანტური ვარცხნილობით არ დააფრთხობთ პირველივე ნახვაზე, თქვენი ურთიერთობა სამომავლოდ შესაძლოა საკმაოდ ჰარმონიულად განვითარდეს. გაგრძელება