ზოდიაქო თორმეტ ნიშანს აერთიანებს, თავის მხირივ ეს ნიშნები ზოდიაქოს 360 გრადუსიან რკალზე არიან განლაგებული, თითოეულ ნიშანს შორის დაშორება 30 გრადუსია,
შესაბამისად, ადამიანები, რომელთაც მომიჯნავე ნიშნის მეწყვილე ჰყავთ პარტნიორად (მაგ. კურო-ტყუპი, ტყუპი-კირჩხიბი და ა.შ.) შედარებით მარტივად ახერხებენ საერთო ენის გამონახვას, იმიტომ რომ, როგორც წესი, მომიჯნავე ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ხშირად გააჩნიათ ერთმანეთის ზოდიაქოს ნიშნის გავლენა პირად ნათალურ რუკაში. საკმაოდ ჰარმონიულია კავშირი ადამიანებს შორის, რომელთაც 60 ან 120-გრადუსიანი კავშირები აერთიანებს (მაგ. ტყუპი-ლომი, მორიელი-თხის რქა და ა.შ.). როგორც წესი, ამგვარ წყვილებში ადვილად ხდება კომპრომისის გამონახვა და მეუღლეები კარგად ავსებენ ერთმანეთს.
მაგრამ, როცა საკითხი ნაკლებადთავსებად ან პრობლემატურ წყვილებს ეხებათ, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენთვის პრობლემატური პარტნიორი ყველაზე ხშირ შემთხვევაში ე.წ. "კვადრატურის" ნიშნებში უნდა ვეძებოთ, ანუ მათ შორის ვისი ზოდიაქოს ნიშანიც ჩვენი ნიშნიდან 90-გრადუსიანი კუთხითაა დაშორებული (მაგ. ლომი-მორიელი, მშვილდოსანი-თევზები, თხის რქა-ვერძი, სასწორი-თხის რქა). ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ყველაზე ხშირი და დაძაბული კონფლიქტები სწორედ ამგვარი კავშირისას წარმოიქმნება. თუმცა, როგორც ამბობენ, "მედალს ორი მხარე აქვს" – შესაბამისად, ხასიათების შეუთავსებლობის მიუხედავად ამგვარ წყვილებს შორის რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ ძლიერი სექსუალური მიზიდულობა და ლტოლვა არსებობს, რაც ხშირად ხდება ხოლმე მაკავშირებელი ძაფი მეუღლეებს შორის ოჯახის შესანარჩუნებლად. გაგრძელება