სექსუალური ტემპერამენტი და მოქნილობა ადამიანს ან თანდაყოლილი აქვს, ან არა.
თუმცა, ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ყველაფრის სწავლაც შეიძლება დროთა განმავლობაში. ასტროლოგები კი თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ქალებსა და მამაკაცებში სხვადასხვა ნიშნით დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან განსაკუთრებული სექსუალური ფანტაზიებით.
მამაკაცები
მშვილდოსნები - მათში "დონ ჟუანის" სტატუსი მონადირის ინსტინქტით განისაზღვრება. მარტივად რომ ვთქვათ, მშვილდოსანს სექსზე მეტად ახალ-ახალი ქალების გულის მონადირება და ხელში ჩაგდება ანიჭებს "მორალურ ორგაზმს".
მორიელები - ამ მამაკაცებს შორის ვხვდებით მშვილდოსანივით პოლიგამიის მოყვარულებსაც (ნუ დაგავიწყდებათ, მორიელი ნაკლები მონადირის ინსტინქტებით არ გამოირჩევა) და ერთგულ ინდივიდებსაც, რომელთაც მხოლოდ ნამდვილი სიყვარულის შემთხვევაში შეუძლიათ თავს ღალატის უფლება აღარ მისცენ. თუმცა საკითხავია - ეს ფაქტი რეალურად შეესაბამება კი სიმართლეს?
ვერძები - ცეცხლოვანი ტემპერამენტი და გარშემო ყველასთვის საკუთარი უპირატესობის დამტკიცების სურვილი ხშირად უბიძგებს ვერძს, ბევრი ქალი იყოლიოს და არასოდეს გაჩერდეს მიღწეულზე. თუმცა, მსგავსად მორიელისა, მასაც შესწევს ძალა, იყოს ერთგული მანამ, სანამ გულში სიყვარულის ნაპერწკალი გააჩნია.
ქალებთან საქმე ცოტა სხვაგვარადაა. როგორც ასტროლოგები თვლიან, ტემპერამენტი და პოლიგამიისკენ მიდრეკილება (პარტნიორების ცხვირსახოცებივით ცვლა) აბსოლუტურად სხვადასხვა ცნებაა. ამიტომ ჩვენს სამეულში ბოლო კატეგორიის მდედრებს განვიხილავთ:
ტყუპი - მისი პრობლემა ხასიათის ცვალებადობაა. ამიტომ მამაკაცებს ქალი ტყუპი აბსოლუტურად უპრობლემოდ, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე იცვლის. თუ პარტნიორი მობეზრდა და მასთან ყოფნა სავალდებულო, რუტინულ ყოველდღიურობად იქცა, იგი მომენტალურად მონახავს შემცვლელს. სექსში თავისუფალი და კრეატიულია. შესაბამისად, მისთვის მამაკაცის "მოჩანგვლა" საკმაოდ მარტივი და იოლი რამაა. წაიკითხეთ სრულად