ალბათ ნებისმიერ ადამიანს მიაჩნია , რომ საკმარისად განვითარებული და ერუდირებულია.
თუმცა, არსებობს ინტელექტის კოეფიციენტშიც განსხვავება და ისეთი ხალხიც მოიძებნება, ვისაც ე.წ. "თანდაყოლილი ინტელექტი და სიბრძნე" გააჩნია. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ რამდენიმე ნიშანი, განსაკუთრებული გონებრივი აქტივობითა და შემეცნებითობითაა გამორჩეული. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ზოდიაქოს ნიშნით ბევრი ვუნდერკინდი და საკუთარი გონებრივი მონაცემებით გამორჩეული პიროვნება იბადება.
ტყუპი - ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ტყუპის ზოდიაქოს და ლიტერატურულ შესაძლებლობებს შორის მჭიდრო კავშირია. მერკური - ამ ნიშნის მმართველი პლანეტა აზროვნების ფორმასა და ინტელექტუალურ აქტივობაზეა პასუხისმგებელი. ამიტომ ტყუპს შორის ბევრ ლიტერატორს, მწერალს, პუბლიცისტს, პოლიგლოტს და ჟურნალისტს ვხვდებით. ეს ადამიანები ე.წ. "მარადმწვანე სტუდენტთა" კატეგორიას განეკუთვნებიან და ცოდნის მიღებას ხანდაზმულ ასაკამდე ხალისით ახერხებენ.
მშვილდოსანი - ფილოსოფიურად მოაზროვნე, მასშტაბურად შორსმჭვრეტელი ნიშანია. იუპიტერი, რომელიც მშვილდოსნის ზოდიაქოს მართავს, საკუთარ შვილებს შემეცნებით ბუნებას, აზროვნების მრავალმხრივობას და კარგ ინტუიციურ შესაძლებლობებს ანიჭებს. ამ ხალხს შორის ბევრ ლექტორს, გურუს და სულიერ მასწავლებელს ვხვდებით. მართალია, მშვილდოსნებს ძალიან უჭირთ წვრილმანებზე კონცენტრაცია, მაგრამ მათ ამ ნაკლს კარგად ავსებს ნებისმიერ სფეროში ინტუიციურად წვდომის უნარი და ნიჭი, საკუთარი იდეები და ცოდნა ხალხს ეფექტურად გაუზიარონ. გაგრძელება