გინახავთ ალბათ ადამიანები, რომელთაც დღის მანძილზე უამრავი საქმის პარალელურად კეთება ოსტატურად გამოსდით, მაშინ როცა ზოგიერთი უცებ იღლება და საღამოს საათებში არაქათგამოცლილი ბრუნდება სახლში.
სტიქია, რომლის გავლენაშიც მოქცეულია თქვენი ზოდიაქოს ნიშანი ხშირად განაპირობებს კიდეც თქვენს ენერგოპოტენციალს. თუმცა, იმის მიხედვით დაბალია იგი თუ მაღალი, შესაბამისი მიდგომა და მოფრთხილება ესაჭიროება თქვენს ამ მოცემულობას. განსაკუთრებით ენერგიულთა რიცხვში ასტროლოგები ვერძებს, მშვილდოსნებს, ტყუპს, ლომებს, მორიელებს და თხის რქებს მოიაზრებენ. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები გასაოცარი რეგენერაციის უანრითაც გამოირჩევიან. ამიტომ ხშირად მსუბუქი ავადმყოფობის დროსაც კი ჩვეულ რეჟიმში ახერხებენ ცხოვრებას და საქმეების კეთებას. გაგრძელება