ადამიანები სხვადასხვაგვარები არიან. წარმატების მისაღწევადაც ყველას სხვადასხვა ტიპის მოტივაცია და წინაპირობა ესაჭიროება.
ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე, თქვენი მოტივაცია ცხოვრებაში წინსვლისა და განვითარებისთვის სხვადასხვა შეიძლება იყოს.
ასე მაგალითად, ვერძისთვის წარმატების მისაღწევად საჭიროა ბრძოლა და გამოწვევები. თუკი მას რაიმეს დამტკიცების აუცილებლობა აქვს, ის აუცილებლად მიაღწევს წარმატებებს.
კუროსთვის წარმატების მისაღწევად აუცილებელია სტაბილურობა. წინსვლისთვის მას გარანტირებული ხვალინდელი დღე და სიმშვიდე სჭირდება.
ტყუპისთვის საიმისოდ, რომ წარმატებას მიაღწიოს, აუცილებელია ინტელექტუალური განვითარების შანსი. თუკი პროფესია რუტინულია, ტყუპი ვერ განვითარდება.
კირჩხიბისთვის წინსვლის და ბედნიერების შანსი საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაზე გადის. თუ კირჩხიბს ოჯახი არ ჰყავს, ის ვერაფერს მიაღწევს ცხოვრებაში.
ლომისთვის წინსვლა გამარჯვებასთან ასოცირდება. ამიტომ ლომი აუცილებლად უნდა იყოს მეფე და უნდა ჰქონდეს ხელში მართვის სადავეები.
ქალწულისთვის წარმატების გასაღები წესრიგი, დისციპლინა და შრომაა. თუ ეს ადამიანი სასარგებლო და დაფასებულია, ყველაფერს მიაღწევს ცხოვრებაში.
სასწორისთვის წარმატების გასაღებია ურთიერთპატივისცემა, ჰარმონიული კომუნიკაცია, ობიექტური გადაწყვეტილებების მიღება. მისთვის მნიშვნელოვანია სწორი პარტნიორი და ამ პარტნიორის მხრიდან რჩევები. გაგრძელება