ნებისმიერი დამქირავებლისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კომპანიაში მუყაითი და შრომისმოყვარე კონტინგენტი ეგულებოდეს.
თუმცა, რა უნდა ვქნათ მაშინ, როცა ჩვენ მიერ შერჩეული პერსონალი არცთუ მაინცდამაინც ამართლებს იმედებს? უნდა მივმართოთ ისევ და ისევ ეიჩარ-ასტროლოგიას.
როგორც ევროპელი ასტროლოგები ვარაუდობენ და ამ ინფორმაციას სერიოზული სტატისტიკური კვლევები უმაგრებს ზურგს, კატეგორიების მიხედვით სამი ჯგუფი გამოვლინდა:
ყველაზე არასაიმედო კონტინგენტი – ანუ ხალხი, რომელიც გამუდმებით იცვლის ინტერესებსა და პრიორიტეტებს:
ტყუპი – 98%, მერწყული – 88%, მშვილდოსანი – 80%, თევზები – 78%. ამ ადამიანების დასაქმება მოკლე საკონტრაქტო ვადითაა მიზანშეწონილი იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სარეკლამო კომპანიის მფლობელი არ ხართ.
მეტ-ნაკლებად საიმედოთა კატეგორია მიაკუთვნეს ასტროლოგებმა (ის ხალხი, ვინც უკეთესი ვარიანტის შემოთავაზებამდე რჩება უფროსობის ერთგული ან დაწინაურების პერსპექტივა აცდუნებს სხვაგან):
მორიელი – 97%, ლომი – 90%, თხის რქა – 86%, სასწორი – 76%. ჩამოთვლილი ნიშნების წარმომადგენლები ყოველთვის ამჯობინებენ პრინციპს: "ბიზნესი არის ბიზნესი, მეგობრობა კი - მეგობრობა". ამიტომ მათთვის მარტივია სამუშაო ადგილის ცვლა ძირითადად მერკანტილური მოსაზრების გამო.
ყველაზე ერთგულ თანამშრომლებად კი ასტროლოგიურმა კვლევამ ოთხი ზოდიაქოს ნიშანი აღიარა:
კირჩხიბი – 97%, ვერძი – 92%, ქალწული – 78% და კურო – 74%.
გაგრძელება