ქართულ რეალობაში სულ ახალი დამკვიდრებული დღესასწაული "მამების დღე" საზოგადოებამ ხალისით აიტაცა.
არც ჩვენი საიტი ჩამორჩება ამ მხრივ საყოველთაო აჟიოტაჟს და აქტიურად განვიხილავთ ერთობ საჭირბოროტო თემას - მაინც როგორ ხვდებიან მამაკაცები, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ცნობას მოსალოდნელი მამობის შესახებ და ზოგადად, ვინ როგორი მამა შეიძლება იყოს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით...
ვერძი – მამაკაცი ვერძი ბუნებით თავადაც უზომოდ ბავშვური და ინფანტილურია. ამიტომ შვილის შეძენა მისთვის ყოველთვის საამაყო და სასიამოვნო მოვლენაა. რა ასაკშიც უნდა იყოს და მერამდენჯერაც უნდა გახდეს მამა, ვერძი კაცი ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ეგებება ახალი ადამიანის შემოსვლას მის ცხოვრებაში. სამომავლოდ კი ცდილობს, შვილისთვის მეგობარი უფრო იყოს, ვიდრე ტიპური მამა, მენტორული ტონითა და ჭკუის დარიგებებით.{{ArticleSplitCont}}
კურო – კუროების დიდი ნაწილი, როგორც წესი, ძალიან ნეგატიურად ხვდება საკუთარ ცხოვრებაში ნებისმიერი სახის დაუგეგმავ ამბავს და სიახლეს. მით უმეტეს, თუკი საქმე შვილის დაბადებას ეხება. კურო მომავალი პატარას სახით, პირველ რიგში, სოლიდურ თანხას წარმოიდგენს, რომელიც მის შვილს კოლეჯის, უნივერსიტეტის და დოქტორანტურის დასამთავრებლად დასჭირდება. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ კუროს მემკვიდრის დაბადება არ ახარებს. უბრალოდ, მას ურჩევნია, როგორც ყველაფერს ცხოვრებაში, ამ მნიშვნელოვან ფაქტსაც შესაბამისად მომზადებული შეხვდეს, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფინანსურად.{{ArticleSplitCont}}
ტყუპი – ტყუპი კაცების უმრავლესობა შვილის დაბადების საკითხს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ცხოვრებისეულ მოვლენას, გარკვეული სიმსუბუქითა და ოპტიმიზმით ხვდება. ტყუპისთვის შვილი მორიგი საინტერესო თავგადასავალია ცხოვრებაში, რომელიც მას ახლებური შემეცნების გზის გავლას ჰპირდება. თუმცაღა, როცა საქმე პასუხისმგებლობას ეხება ბავშვთან მიმართებაში (მაგ, მისი მოვლა-პატრონობა, კვება, სეირნობა და ა.შ.), მამა ტყუპი საქმეების მომიზეზებას არჩევს და დიდსულოვნად უთმობს ასპარეზს ბავშვის დედას.{{ArticleSplitCont}}
კირჩხიბი – კირჩხიბი მამაკაცები ბუნებით მზრუნველი და მეოჯახე ტიპაჟები არიან. კირჩხიბისთვის ოჯახის ფენომენი ამქვეყნად წმინდათა წმინდა რამაა. ამიტომ მშობლის სტატუსი მისთვის ერთბაშად სასიხარულო და უზომოდ საპასუხისმგებლო მოვალეობაა. იგი არაჩვეულებრივი, მზრუნველი და ყურადღებიანი მამაა, რომელიც მზად არის, პატარას დედის მაგივრობაც კი გაუწიოს საჭიროების შემთხვევაში.{{ArticleSplitCont}}
ლომი – მამაკაცი ლომების დიდ ნაწილს ძალიან უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა. ლომი ზოდიაქოს მეხუთე სახლის მმართველია, რომელიც თავის მხრივ, შვილების ყოლაზე, ზოგადად, შვილიერებაზე აგებს პასუხს. ამიტომ ლომს ცნობა იმის შესახებ, რომ მალე მამა უნდა გახდეს, სიამაყითა და სასიამოვნო მოლოდინით ავსებს. მომავალში იგი შეეცდება, შვილისთვის ავტორიტეტად ჩამოაყალიბოს საკუთარი პერსონა. მართალია, პატარას ზედმეტი მოფერებით და მოვლა-პატრონობით არ გაანებივრებს, მაგრამ შვილებს იგი მაინც ძალიან ეყვარებათ.{{ArticleSplitCont}}
ქალწული – მამაკაცი ქალწული, ცხოვრებაში ყველაფერს რაციონალურად და პრაქტიკულად უდგება. ამიტომ მისთვის დაუგეგმავი სიურპრიზები არცთუ სასიამოვნო რამაა. მით უმეტეს, როცა საქმე ბავშვის დაბადებას ეხება, ყველაფერი წინასწარ უნდა შეათანხმოთ ქალწულთან. სხვა შემთხვევაში, მან შეიძლება "დეენემის" ანალიზის ჩატარებაც კი მოითხოვოს ახალშობილის მამობაში მისი უშუალო კავშირის დასადგენად. თუმცაღა, თუ მან საკუთარ თავზე მამობის ტვირთი აიღო, მისგან შესანიშნავი და მზრუნველი მშობელი დგება, რომელიც მაქსიმალურად იზრუნებს ბავშვის აღზრდა-განვითარებაზე და სამომავლოდ არც მის განათლებაში დაენანება სოლიდური თანხის გადახდა.{{ArticleSplitCont}}
სასწორი – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცები მამობისკენ მიდრეკილებას განსაკუთრებულად არასოდეს ამჟღავნებენ. სასწორს სიმყუდროვე და კომფორტი უყვარს, ჩვილის შეძენასთან ერთად კი ამ ორ რამეს დიდი ხნით უნდა გამოემშვიდობოს კაცი. ამიტომ ცნობას იმის შესახებ, რომ მალე მამა გახდება, მამაკაცი სასწორი შიშნარევი მოლოდინით ხვდება. შეიძლება უახლოეს მაღაზიაში კარგი ფირმის ყურსაცვამებიც კი შეიძინოს სათადარიგოდ, ვაიდა, პატარა ძალიან ჭირვეული ხასიათის გამოდგეს. გაგრძელება