ალბათ, ნებისმიერი ქალი დამეთანხმება, რომ მამაკაცის მხრიდან თავად ღალატის ფაქტს, როგორც ასეთს, ნებისმიერ შემთხვევაში ყოველთვის ინდივიდუალური მიზეზები აქვს და ხშირად, რაც უნდა სამწუხარო იყოს, ქალებიც არიან დამნაშავენი იმაში, რომ მათი მამაკაცი სხვისკენ "აპარებს თვალს"...
თუმცა, დღეს ამ თემას არ გავშლით და მხოლოდ იმაზე ვისაუბრებთ, როგორ ამოვიცნოთ მოღალატე მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ვერძი - უხალისოდ და არცთუ ოსტატურად ღალატობს. იშვიათად მალავს საკუთარ თავგადასავლებს, თანაც, თუკი სხვა შეუყვარდა, ქალთან, რომელიც აღარ უყვარს, ერთი წამით არ გაჩერდება. გღალატობთ, თუკი მოულოდნელად უჩვეულოდ მშვიდი, დამყოლი და ლოიალური გახდა თქვენთან ურთიერთობაში და ცდილობს, მეგობრულად გეკონტაქტოთ.
კუროს ძნელად ეხერხება ღალატი, არაიმიტომ, რომ ტემპერამენტი არ უწყობს ხელს (ეს მამრები მორიელებსაც კი აცილებენ სექსუალური აქტივობის მხრივ), უბრალოდ, მას შეჩვეული სიტუაციები ურჩევნია. გღალატობთ, თუკი თქვენ მიერ მომზადებულ კერძებს აღარ მიირთმევს და ზოგადად, იშვიათად ბუზღუნებს, თუკი სახლში დროზე არ დახვდა მომზადებული ვახშამი.
ტყუპი ფიზიკურად იშვიათად ღალატობს ქალს. თუმცა, თუკი მოსაწყენი, პრეტენზიული და ერთფეროვანი გახდით მენტალურადაც და ფიზიკურადაც, ეცდება, სხვაზე გადაერთოს გულის გადასაყოლებლად. გღალატობთ, თუკი თქვენთან ერთად აღარ მასლაათობს საათობით სხვადასხვა თემაზე, იშვიათად გირეკავთ და გწერთ.
კირჩხიბი ყველაზე კარგად ახერხებს ღალატს "შენიღბული ფორმით". მისთვის მნიშვნელოვანია ოჯახი და იშვიათად ანგრევს მას. გღალატობთ, თუკი სანიმუშოდ იქცევა, აღარ გებუზღუნებათ საათობით და ცდილობს, ყველა პრობლემა მოგიგვაროთ, რაც გაქვთ ან არ გაქვთ.
ლომს თავმოყვარეობა ელახება, თუკი მას ნაკლებ ყურადღებას აქცევს მეორე ნახევარი, თუნდაც ამ უყურადღებობის მიზეზი ბავშვები იყოს. ხმაურიანად და დემონსტრაციულად გიღალატებთ ისე, რომ ჯერ დაგიანონსებთ ამას. ასე რომ, იყავით ფრთხილად და მეტი სითბო გამოავლინეთ მასთან.
ქალწულის ნიშნით დაბადებული მამრები ერთ-ერთ სანიმუშო და ერთგული ქმრების კატეგორიას განეკუთვნებიან. თუ მაინც გღალატობთ, ე.ი. ძალიან მოაბეზრეთ თავი ქაოსური და უპრინციპო საქციელით. გღალატობთ, თუკი უჩვეულოდ მოუწესრიგებელი და უპასუხისმგებლო გახდა - ის უბედურია ამით.
სასწორის ნიშნით დაბადებულ მამაკაცს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ფლირტის "მამა". თუმცა, ფიზიკურ ღალატზე მხოლოდ მაშინ მიდის, როცა ცოლი აუტანლად მომთხოვნი, აგრესიული და ეჭვიანია. გღალატობთ, თუკი უცებ მისი გალანტურობა უხეში საქციელით და ბილწსიტყვაობით იცვლება. გაგრძელება