ადამიანების დიდი ნაწილი არასწორად და არაშესაბამისად ირჩევს პროფესიას, რის გამოც ხშირად ხდება ისე, რომ ზოგიერთი წლების მანძილზე "ვერ იტანს" საკუთარ სამსახურს და ოცნებობს, აკეთოს საქმე, რომელიც ეყვარება.
თუმცა კონკრეტულად რომელია მისი საყვარელი საქმე, ხშირად არც კი აქვს წარმოდგენა. ასტროლოგები კი თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით მარტივია იპოვოთ ჭეშმარიტი მოწოდება და საქმე, რომელიც გაბედნიერებთ...
ვერძი თუ ხართ, თქვენი მოწოდება იქნება ადვოკატურა, სპორტი, სამხედრო საქმე, პიარი ან მარკეტინგი.
კურო თუ ხართ, ბედნიერებას მოგანიჭებთ სარესტორნო საქმე, კულინარია, საბანკო-საფინანსო სფერო, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა.
ტყუპი თუ ხართ, თქვენთვის აუცილებელია კომუნიკაცია, თავს იპოვით ჟურნალისტიკაში, მწერლობაში, ყველა სახის საშუამავლო-საკონსულტაციო საქმიანობაში.
კირჩხიბი თუ ხართ, თქვენთვის სასიამოვნოა ნებისმიერ საქმე, რაც სიძველეებს ეხება. დაკავდით ანტიკვარიატით, ისტორიკოსის პროფესიით, საოჯახო ტექნიკის ყიდვა-გაყიდვით ან აქსესუარების კეთებით.
ლომი თუ ხართ, თავი ბედნიერად რომ იგრძნოთ, უნდა იყოთ ლიდერი. საუკეთესო საქმე თქვენთვის არის საზოგადოებასთან ურთიერთობა, სახელოვნებო ან შოუბიზნესის სფეროში მოღვაწეობა, სპორტი.
ქალწულის მოწოდება კირკიტი და გონებრივი საქმიანობაა. თქვენია საბანკო-საბუღალტრო სფერო. ბრწყინვალე ექიმი იქნებით. კარგია ფარმაცევტიკა და აუდიტორული საქმიანობაც.
სასწორის სფერო, როგორც წესი, იურისპრუდენციაა, თუმცა სასწორები ბედნიერებას პოულობენ ხელოვნებაში, იქნება ეს კინო, თეატრი, ლიტერატურა თუ მუსიკა.
გაგრძელება